ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.

21.06.2023

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
 სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები :
1. ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ.
2. „ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის N 39 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის „უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი ბინის ქირით ყოველთვიური უზრუნველყოფა“-ის პირველ პუნქტში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. „2023 წელს ონის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტის დამტკიცების თაობაზე“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 11 აპრილის N7 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
4. „ონის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის ზურა ბაკურაძის სახელობის სამუსიკო სკოლის მიერ 2022-2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
6. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.

Related posts

31 ივლისს, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გაიმართება ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობის თამაზ (გია) ჯაფარიძის საიუბილეო საღამო

30 ივლისს, ქალაქი ონში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით სკრინინგის აქცია ჩატარდება

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებთან.