ონის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო ძალების წარმომადგენლებს ახალი სახანძრო მანქანა გადაეცა

11 ოქტომბერს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ – ტარიელ დალაქიშვილმა ონის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო ძალების წარმომადგენლებს ახალი სახანძრო მანქანა გადასცა.
ახალი სახანძრო მანქანის უპირატესობა რთულ რელიეფურ პირობებში გადაადგილებაა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტყის ხანძრების რისკს.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ – ლევან შერაზადიშვილმა და ქ.ონის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა – ეკა მაისურაძემ მეხანძრე-მაშველებს მიულოცეს შენაძენი.

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს