ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

10 დეკემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს დღის წერიგით გათვალისინებული საკითხები:
ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ;
ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივადმცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.
მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მათი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა .

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს