ონის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ლობჟანიძე, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ქორთიდან ბოყვამდე მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

03.11.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ლობჟანიძე, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ქორთიდან ბოყვამდე მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზის 2.7000მ მონაკვეთზე ჩატარდა გრუნტის სამუშაოები, მოეწყო სანიაღვრე არხები, გზის საყრდენი კედლები და ორი სახიდე გადასასვლელი, ასევე განხორციელდა 1კმ. გზის რეაბილიტაცია, ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობით, რომლის საერთო ღირებულება 1 693 735 ლარს შეადგენს.
აღნიშნული პროექტი დასრულების ეტაპზეა და სახელმწიფო (სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები) დაფინანსებით ხორციელდება

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა