ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

28.10.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილესთან ერთად, პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მერმა მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, ასევე გაეცნო პრიორიტეტული პროექტების შესყიდვის გეგმას.
დავით ლობჟანიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროექტების შესრულების ვადებზე, ხარისხსა და სხვადასხვა მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.
მერმა დავალება მისცა შესაბამის სამსახურს, მაქსიმალური ჩართულობით უზრუნველყონ პროექტების მონიტორინგი, რომელთა დასრულებაც მიმდინარე წლის უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს