ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ მოადგილესთან-დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა

by magda

31,07,2019

მიმდინარე წლის 31 ივლისს ,ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ მოადგილესთან-დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
თათბირზე შეაფასეს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები.
მერმა წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული ,მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ .
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლების წყალმომარაგების პრობლემის მოგვარების საკითხს.ისაუბრეს არსებულ პრობლემებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე.
შეხვედრაზე განიხილეს სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტით 2020 წლის დასაფინანსებელი პროგრამები,მათ შორისაა” სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” რომლის ფარგლებშიც განსახორციელებელ პროექტებს უშუალოდ მოსახლეობა ირჩევს ,ემზარ საბანაძემ აღნიშნა რომ 2019 წლის პირველი აგვისტოდან თვის ბოლომდე გაიმართება შეხვედრები და ყველა სოფელს მოიცავს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დროებით მაცხოვრებლებიც მიიღებენ მონაწილეობას 2020 წელს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის “ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევაში.
წარმომადგენლებმა მერისგან მიიღეს მითითებები, რათა მათი საქმიანობა შედეგზე ორიენტირებული და მეტად წარმატებული გახდეს.
თათბირს ესწრებოდა შპს ” მოედანი 2009″ დირექტორი კახაბერ ჩიკვილაძე და შპს “კომუნალური სამსახურის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content