ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ლევან შერაზადიშვილმა რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

11.09.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ლევან შერაზადიშვილმა, სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსთან ლევან ცხვედიანთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე პაატა მაისურაძესთან ერთად, რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
კომპანიების წარმომადგენლებმა ხელმძღვანელ პირებს პროექტების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათთან ერთად სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებული ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე ხელმძღვანელი პირების მიერ ყურადღება გამახვილდა პროექტების განხორციელების ვადებზე და შესრულების ხარისხზე. ზედამხედველობის სამსახურს დაევალა თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტის აქტიური მონიტორინგი.

Related posts

ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს

ირმა ჩიხრაძემ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა

ქალაქ ონის შესასვლელთან დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა