ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საფეხბურთო კლუბი “მამისონის” ორგანიზებით, 17- 18 ივლისს ქალაქ ონში, ბეერშევას სახელობის პარკში მდებარე ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა გიორგი კირვალიძის (ბოკვერა) სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში

18.07.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საფეხბურთო კლუბი “მამისონის” ორგანიზებით, 17- 18 ივლისს ქალაქ ონში, ბეერშევას სახელობის პარკში მდებარე ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა გიორგი კირვალიძის (ბოკვერა) სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობდა 6 გუნდი : ღარი, მოედანი, ნაკიეთი, ამბროლაური, დიღომი და მოჭიდავეები.
ბოკვერას სახელობის ტურნირს ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში- ელენე მაისურაძე.
ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა სოფელ ღარის გუნდმა, ხოლო მეორე ადგილს ამბროლაურის გუნდი დაეუფლა .
გამარჯვებული ღარის გუნდი თასით დაჯილდოვდა, ხოლო ტურნირის მონაწილეები სხვადასხვა ნომინაციაში ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
საუკეთესო მეკარედ დასახელდა-დავით ბერელიძე;
საუკეთესო მცველის ტიტული ერგო -ონისე მეტონიძეს;
საუკეთესო ნახევარმცველი- ლუკა ტყეშელაშვილი;
საუკეთესო თავდამსხმელი – გეგა ჯოხაძე;
საუკეთესო ტექნიკური მოთამაშე – ალექსანდრე თავშავაძე.
საუკეთესო ფეხბურთელი – გუგა მაქარაშვილი
მაყურებლის სიმპატია – გიგა ლობჟანიძე.
საუკეთესო მწვრთნელი – ვიტალი მეტრეველი
ბოკვერას სახელობის ტურნირი ონის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად ტარდება და ეძღვნება ახალგაზრდა სპორტსმენის გიორგი კირვალიძის ხსოვნას.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტში, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ზურა ბაკურაძის სახელობის ბავშვთა მუსიკალური ფესტივალი „უნისონი 2026“ გაიმართა

სტუდენტთა საყურადღებოდ

ქალაქ ონში, „მუსიკალური ზაფხული 2026“-ის ფარგლებში, ცნობილი ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა