ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე სოფელ ღარში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მოსახლეობას შეხვდა

by newadmin newadmin

17.07.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე სოფელ ღარში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ყოველდღიური საჭიროებები და არსებული გამოწვევები გააცნეს. განხილვის ძირითადი თემები წყალარინების სისტემის, სანიაღვრე არხების მოწესრიგებისა და მრავალბინიან საცხოვრებლებთან დაკავშირებული სხვა ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებას შეეხო.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ამხანაგობის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ამხანაგობის სამართლებრივი ფორმით ფუნქციონირება ქმნის შესაძლებლობას, მოსახლეობამ ეფექტიანად მართოს საერთო ქონება, ისარგებლოს შესაბამისი პროგრამებით და ეტაპობრივად მოაგვაროს კორპუსებში არსებული პრობლემები.
ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის განცხადებით, ამხანაგობის შექმნა მნიშვნელოვანი წინაპირობაა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საერთო პრობლემების სამართლებრივად და ორგანიზებულად გადასაჭრელად, რაც მომავალში ბინადრებს არსებული გამოწვევების ეფექტიანად მოგვარების შესაძლებლობას მისცემს

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content