ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ სამუშაო შეხვედრა გამართა მერის რწმუნებულებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მოქმედ სამედიცინო პერსონალთან

08.07.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მერის რწმუნებულებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მოქმედ სამედიცინო პერსონალთან. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის განყოფილების ხელმძღვანელი, ზურაბ ნემსიწვერიძე.
შეხვედრის მთავარ თემას მიმდინარე წლის 30 ივლისს დაგეგმილი უფასო სკრინინგის აქცია წარმოადგენდა. ზურაბ ნემსიწვერიძემ დეტალურად ისაუბრა იმ მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური გამოკვლევების შესახებ, რომლებსაც აღნიშნული პროგრამა მოიცავს. კერძოდ, აქციის ფარგლებში ხელმისაწვდომი იქნება ძუძუს კიბოს (40-დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის), საშვილოსნოს ყელის (25-დან 60 წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის), აგრეთვე, კოლორექტული და პროსტატის კიბოს
სკრინინგი.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ხაზი გაუსვა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით პრევენციული მედიცინის მნიშვნელობას. შეხვედრაზე დაიგეგმა კონკრეტული საინფორმაციო ღონისძიებები და განისაზღვრა სამოქმედო ნაბიჯები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ადგილობრივი მცხოვრებლების მაქსიმალური ინფორმირებულობა აღნიშნული სამედიცინო სერვისებზე

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა