ონის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

29.06.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მთავარ მიზანს მიმდინარე პროექტების ეფექტურობის შეფასება, არსებული გამოწვევების განხილვა და სამომავლო გეგმების დასახვა წარმოადგენდა.
ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრაზე დეტალურად მიმოიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები რამდენიმე ძირითადი მიმართულებით, ინფრასტრუქტურული, კულტურული, სოციალური პროექტები.
„მუნიციპალიტეტის თითოეული სამსახურის კოორდინირებული და ოპერატიული მუშაობა პირდაპირ აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს,“ — აღნიშნა დავით ლობჟანიძემ.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა