ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ ონში მცხოვრები 90 წლის ქალბატონი თამარ გაგნიძე -მაისურაძე მოინახულა და დაბადების დღე მიულოცა

30.05.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში მცხოვრები 90 წლის ქალბატონი თამარ გაგნიძე -მაისურაძე მოინახულა და დაბადების დღე მიულოცა.
თამარ გაგნიძე – მაისურაძე ათეული წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ონის მუნიციპალიტეტს, მუშაობდა ონის რაიონის №10 სამკერვალო ფაბრიკაში და იყო მუდამ მოწინავე თანამშრომელი.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა იუბილარს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს.
“ უფროსი თაობის მიერ განვლილი ცხოვრების გზა, შრომა და გამოცდილება სამაგალითოა. თითოეული მათგანი პატივისცემას და დაფასებას იმსახურებს და ამიტომაა მნიშვნელოვანი, მუდამ გრძნობდნენ ყურადღებას ჩვენგან”- აღნიშნა ირმა ჩიხრაძემ

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა