ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრის, პოეტ ანა ერისთავის რიგით მერვე საავტორო წიგნის „ სტუმრად წუთისოფელში“ პრეზენტაციას დაესწრო

27.05.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრის, პოეტ ანა ერისთავის რიგით მერვე საავტორო წიგნის „ სტუმრად წუთისოფელში“ პრეზენტაციას დაესწრო.
წიგნი „ სტუმრად წუთისოფელში“ აერთიანებს პროზას და პოეზიას.
“ანა ერისთავის მიერ წლების მანძილზე განცდილ-ნაფიქრალი თავმოყრილია პოეტის ლექსებში თუ მოთხრობებში, მისი შემოქმედება სავსეა სიყვარულით, სულიერი ღირებულებებით, ქართული ტრადიციებისადმი ერთგულებით”-აღნიშნა ირმა ჩიხრაძემ
ღონისძიებაზე წიგნის ავტორმა წაიკითხა რამდენიმე ნაწარმოები კრებულიდან, მათ შორის ბოლო დროს დაწერილი ლექსები.
წიგნის პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ ონის გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის სახელობის ტაძრის დეკანოზი- ნოე კერესელიძე, მწერალთა კავშირის წევრი გერმანე თურქაძე” საზანოელი”, რაჭა-ლეჩუმ – სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ელენე მაისურაძე.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა