ონის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ლობჟანიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კომპანიებისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

30.04.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ლობჟანიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კომპანიებისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს მიმდინარე სამუშაოების ტემპი, შესრულების ვადები და ის აქტუალური გამოწვევები, რომლებიც პროცესში ოპერატიულ რეაგირებას საჭიროებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზედამხედველობის ჯგუფის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებსა და იმ სამართლებრივი დოკუმენტაციის წარმოების წესებს, რაც კომპანიებმა სამუშაო პროცესში მკაცრად უნდა დაიცვან.
„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, ხარისხის მართვა არ არის მხოლოდ ტექნიკური მოთხოვნა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა თითოეული მცხოვრებლის წინაშე. ჩვენი მიზანია, რომ მუნიციპალიტეტში განხორციელებული ნებისმიერი სამუშაო იყოს ორიენტირებული გრძელვადიან შედეგზე“. – განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა – დავით ლობჟანიძემ

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა