ონის მუნიციპალიტეტის მერის დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა

by magda

06.03.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა მოისმინეს, 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში, ასევე განიხილეს 2026 წლის სამუშაო გეგმა და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებაა და საბჭოს ახალ წევრებად დაინიშნენ მერის მოადგილე – ირმა ჩიხრაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – ალავერდ ხვედელიანი, საკრებულოში, განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – გია მელაშვილი.
საბჭოს სხდომას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ელენე მაისურაძე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content