ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 2025 წლის საქართველოს ჩემპიონებსა და პრიზიორებს 23 წლამდელთა შორის, თორნიკე სამხარაძეს და ლუკა გუგეშაშვილს, 2025 წლის საქართველოს ჩემპიონს და ევროპის პრიზიორს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, მირიან მაისურაძეს გულშემატკივრებმა მშობლიურ ქალაქში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

20.12.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 2025 წლის საქართველოს ჩემპიონებსა და პრიზიორებს 23 წლამდელთა შორის, თორნიკე სამხარაძეს და ლუკა გუგეშაშვილს, 2025 წლის საქართველოს ჩემპიონს და ევროპის პრიზიორს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, მირიან მაისურაძეს გულშემატკივრებმა მშობლიურ ქალაქში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
რეგიონის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და ონის მუნიციპალიტეტისა და სამხარეო ადმინისტრაციის სახელით მადლობის სიგელები გადასცეს.
საქართველოს ჩემპიონს ფულადი ჯილდო 3 000 ლარი გადაეცემათ, საქართველოს ჩემპიონს და ევროპის პრიზიორს 5 000 ლარი, ხოლო ვერცხლის პრიზიორი 2 500 ლარით დაჯილდოვდება.
ღონისძიების ფარგლებში ონის საჭიდაო სკოლის შენობას, შურა მაისურაძისა და დავით გობეჯიშვილის სახელი მიენიჭა. ასევე, დღეს სტარტი აიღო შურა მაისურაძისა და დავით გობეჯიშვილის რესპუბლიკურმა ტურნირმა, რომლის საფინალო შეხვედრები ხვალ გაიმართება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ||-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 17 მარტს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი გალაქტიონ ტაბიძის გარდაცალების დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.