ქალაქი ონი საახალწლო ღონისძიების მასპინძელია

21.12.2025წ.

დღეს ქალაქი ონი საახალწლო ღონისძიების მასპინძელია, რომელიც საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის სამინისტროს და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით იმართება.
საახალწლო კონცერტების მთავარი მიზანია რეგიონებში სადღესასწაულო განწყობის შექმნა.
აღმაშენებლის მოედანზე საახალწლო ღონისძიება, ამ დროისთვის აქტიურიად მიმდინარეობს. სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში, დატვირთული პროგრამა ელოდებათ.
პატარა სტუმრებისათვის მოწყობილია ჯადოსნური საბავშვო სივრცე სადაც მათ შეუძლიათ სახის მოხატვა, ზღაპრის გმირებთან ფოტოების გადაღება, თოვლის ბაბუსთან ქოხში სტუმრობა და საჩუქრების მიღება.
18:00 საათიდან დაიწყება გალა კონცერტი, სადაც მონაწილეობას პოპულარული შემსრულებლები მიიღებენ.
კონცერტის დასასრულს ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, საზეიმოდ აანთებს ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს.
ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის საჯარო სკოლაში გამართულ „ბოლო ზარის“ ღონისძიებას დაესწრო

კოლეჯი „ერქვანი“,    2026 წლის საგაზაფხულო  მიღებაზე, აცხადებს რეგისტრაციას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე: ელექტროობა

ონში რეჟისორ ნინო ბერელიძის მიერ დადგმული სპექტაკლის “უცხო ჩიტი -შერეკილები” პრემიერა გაიმართა