ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილესთან ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

08.12.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილესთან ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, არსებული გამოწვევები, მათი ეფექტურად მოგვარების გზები და სხვა პრიორიტეტული საკითხები.
დავით ლობჟანიძემ, განსაკუთრებული ყურადღება კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და პრობლემური საკითხების უმოკლეს დროში გადაჭრის მიზნით, სამსახურის ხელმძღვანელებს აქტიური კომუნიკაციისკენ მოუწოდა.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატის – გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე, ასევე, ონის სერვის ჯგუფის ხელმძღვანელი – ბექა ჯელაძე.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა