ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა

17.11.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს სეზონურ გამოწვევებზე.
როგორც დავით ლობჟანიძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტი მზად უნდა იყოს დიდთოვლობის პირობებში ეფექტიანი რეაგირებისათვის, მათ შორის საჭირო ტექნიკური რესურსების, თანამშრომელთა მზადყოფნისა და ოპერატიული კოორდინაციის უზრუნველსაყოფად.
მერმა ასევე ისაუბრა ადმინისტრაციული პროცესების გაუმჯობესების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე და ხაზი გაუსვა მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის მნიშვნელობა

Related posts

ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს

ირმა ჩიხრაძემ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა

ქალაქ ონის შესასვლელთან დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა