ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მურმან ლებანიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, გამოჩენილი მწერლის მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნა

14.11.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მურმან ლებანიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, გამოჩენილი მწერლის მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.
როგორც მერმა აღნიშნა, მურმან ლებანიძის ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული კულტურის ისტორიაში.
“იგი განსაკუთრებული სიყვარულით და ერთგულებით გამოირჩეოდა თავის კუთხის მიმართ, რასაც ასახავდა თავის შემოქმედებაში. მურმან ლებანიძის შემოქმედება, როგორც ეროვნული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, მომავალ თაობებს რჩება ჭეშმარიტი ღირსებისა და სამშობლოსადმი სიყვარულის მაგალითად”, – განაცხადა დავით ლობჟანიძემ.

Related posts

ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს

ირმა ჩიხრაძემ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა

ქალაქ ონის შესასვლელთან დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა