ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დაზარალებულ სოფლებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

04.008.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დაზარალებულ სოფლებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
მერი, მოადგილეებთან ერთად შეხვდა მოსახლეობას, რომელსაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები დაუზიანა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. როგორც სერგი ხიდეშელმა აღნიშნა, მიმდინარეობს ზარალის შესწავლა, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტი შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.
ონის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია და სოფლებში გარკვეული პრობლემები შექმნა. დაზიანდა შიდა სასოფლო გზები და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. რამდენიმე სოფელში არსებული ლოკალური დაზიანებები უმოკლეს ვადებში შეკეთდება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან მოსახლეობასთან. ადგილობრივების საჭიროებებზე ოპერატიული რეაგირებისთვის მზადაა ყველა შესაბამისი სამსახური.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა