ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დაზარალებულ სოფლებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

04.008.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დაზარალებულ სოფლებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
მერი, მოადგილეებთან ერთად შეხვდა მოსახლეობას, რომელსაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები დაუზიანა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. როგორც სერგი ხიდეშელმა აღნიშნა, მიმდინარეობს ზარალის შესწავლა, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტი შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.
ონის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია და სოფლებში გარკვეული პრობლემები შექმნა. დაზიანდა შიდა სასოფლო გზები და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. რამდენიმე სოფელში არსებული ლოკალური დაზიანებები უმოკლეს ვადებში შეკეთდება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან მოსახლეობასთან. ადგილობრივების საჭიროებებზე ოპერატიული რეაგირებისთვის მზადაა ყველა შესაბამისი სამსახური.

Related posts

31 ივლისს, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გაიმართება ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობის თამაზ (გია) ჯაფარიძის საიუბილეო საღამო

30 ივლისს, ქალაქი ონში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით სკრინინგის აქცია ჩატარდება

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებთან.