ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბეერ-შევას სახელობის პარკში, გულშემატკივრებმა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის პრიზიორს თავისუფალ ჭიდაობაში – მირიან მაისურაძეს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

14.04.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბეერ-შევას სახელობის პარკში, გულშემატკივრებმა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის პრიზიორს თავისუფალ ჭიდაობაში – მირიან მაისურაძეს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე, საკრებულოს თავმჯდომარე- ბაჩანა მარკოიშვილი, პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე გიორგი მაქარაშვილი.
მშობლიურ ქალაქში, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მეგობრებთან და გულშემატკივრებთან ერთად,სიყვარულით დახვდნენ საამაყო სპორტსმენს ევროპის ჩემპიონები – გიორგი მეშვილდიშვილი, გივი მაჭარაშვილი და სხვა ტიტულოვანი სპორტსმენები.
შეხვედრა, სიმბოლურად ახალ საჭიდაო დარბაზში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფოლკლორულმა ანსამბლმა “რაჭა” და ცეკვის ანსამბლმა “ორბა”.
ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მიულოცეს სახელოვან ქართველ სპორტსმენს ევროპის ჩემპიონატის პრიზიორის ტიტული, ასევე მადლობის სიგელებთან ერთად სპორტსმენს ფულადი ჯილდო გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, მირიან მაისურაძემ (92)კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასევე მირიან მაისურაძე 2024 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია არაოლიმპიურის წონით კატეგორიაში.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა