ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა თანამშრომლებს პირველი მოადგილე – პაატა მაისურაძე, ოფიციალურად წარუდგინა

01.04.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა თანამშრომლებს პირველი მოადგილე – პაატა მაისურაძე, ოფიციალურად წარუდგინა.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფოს რწმუნებულთან – პაპუნა მარგველიძესთან, რწმუნებულის პირველ მოადგილე, ქრისტინა კობახიძესთან და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მერიის თანამშრომლებს პირველი მოადგილე ოფიციალურად წარუდგინა. აღნიშნული თანამდებობა – პაატა მაისურაძემ დაიკავა.
ხელმძღვანელმა პირებმა წარმატებები უსურვეს პირველ მოადგილეს და აღნიშნეს, რომ მისი სხვადასხვა სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მენეჯერული თვისებები გუნდს ხედვისა და დასახული მიზნების მიღწევაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.
მერის პირველმა მოადგილემ პაატა მაისურაძემ – მადლობა გადაუხადა სამხარეო და ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის, თავის მხრივ აღნიშნა, რომ მის მიმართ გამოცხადებული ნდობას საქმის მიმართ პასუხისმგებლობით და თავდადებით გამოხატავს.
პაატა მაისურაძე წლების განმავლობაში ეწეოდა წარმატებულ საქმიანობას, მას აქვს საჯარო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა