ვგულშემატკივრობთ ონელ სპორტსმენს

01.04.2025წ.

ვგულშემატკივრობთ ონელ სპორტსმენს!
7 -13 აპრილს სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს და საქართველოს სახელით ოქროს მედლისთვის იბრძოლებს მირიან მაისურაძე (92კგ).
რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მირიან მაისურაძის საგულშემატკივროდ გაემგზავრებიან ბრატისლავაში და წარმატებებს უსურვებენ ონელ სპორტსმენს ამ მნიშვნელოვან ტურნირზე

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა