3
23.01.2025წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე მერმა წარმომადგენლებს ახალი თანამშრომლები, ქალაქ ონის წარმომადგენელი – პაატა ხარაიშვილი, ასევე შპს „ონის სერვის ჯგუფის” დირექტორი ბექა ჯელაძე წარუდგინა და წარმატებები უსურვა მათ ახალ პოზიციებზე.
სერგი ხიდეშელმა წარმომადგენლებთან აღნიშნა, რომ ახალი 2025 წელი გასულ წელთან შედარებით ბევრად საპასუხისმგებლო და დატვირთული იქნება, განსაკუთრებული ყურადღება კვლავ დაეთმობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამებს, ამ პროგრამით არჩეულ პროექტებს და შესაბამისად მათი შესრულების მიმდინარეობას, მისივე თქმით მუნიციპალიტეტში პროექტებზე დახარჯული თანხა მოხმარდება სოფლების პირველი რიგის საჭიროებებს და თემებში არსებული ყოფითი პრობლემების მოგვარებას.
წარმომადგენლებმა ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ზამთრის სეზონთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ, განიხილეს ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, რომელთა მოგვარების მიზნით მერმა წარმომადგენლებს კონკრეტული მითითებები მისცა და მნიშვნელოვანი პროექტების მიმდინარეობის პროცესებში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შპს ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის დირექტორი – ალექსანდრე გამყრელიძე, ააიპ ონის მუნიციპალური წყალმომარაგების ქსელის მოვლა-შენახვის ცენტრის ხელმძღვანელი ფრიდონ ორდინიძე.