ონის მუნიციპალიტეტის მერი მოქალაქეებთან შეხვედრას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

14.03.2024წ.

მერიასა და მოქალაქეებს შორის კოორდინაციის გამარტივებისა და გაუმჯობესების მიზნით ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მოქალაქეებთან შეხვედრას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.
უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქეებთან მერის შეხვედრა რეგულარულ ხასიათს ატარებს და მიზნად მოსახლეობის ყოფითი, სოციალური, ეკონომიკური, ჯანმრთელობისა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტას ისახავს.
სერგი ხიდეშელის განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტის მერია კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს, რათა ადგილობრივების მიერ წამოჭრილი პრობლემატური საკითხები, შესაძლო მოკლე ვადაში მოგვარდეს. ხოლო, მსგავსი ფორმატის კომუნიკაცია, კიდევ უფრო მეტად ამარტივებს საზოგადოების წინაშე არსებული საჭიროებების გამოვლენას და შესაბამისი პროცესის ეფექტურად მართვას.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს მოქალაქეების მხრიდან შემოსულია სხვადასხვა სახის განცხადებები, როგორიცაა სტატუსის მინიჭება, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულები, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტებზე მოთხოვნები, რომლის ასახვაც მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ დოკუმენტში ხდება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა