3
29.01.2024წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ააიპ ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსის აღსაზდელებს ესტუმრა და პატარა მოჭიდავეებს სპორტული ფორმები გადასცა.
მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ონში მცხოვრები ნიჭიერ ახალგაზრდებში სპორტისადმი ინტერესის გაძლიერება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
აღნიშნული მიმართულებით მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე წამახალისებელი ინიციატივები რომლის მიზანია სპორტსმენებში თვითრეალიზების გაზრდა.