ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და „სტუდენტური ახალგაზრდული სათათბიროს“ თანამშრომლობის ფარგლებში ონის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრი ქეთევან ჯელაძე იმყოფებოდა ერზმუს+გაცვლითი პროგრამით ხორვატიაში

by magda

29.01.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და „სტუდენტური ახალგაზრდული სათათბიროს“ თანამშრომლობის ფარგლებში ონის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრი ქეთევან ჯელაძე იმყოფებოდა ერზმუს+გაცვლითი პროგრამით ხორვატიაში 9-18 იანვარს. საკვალიფიკაციო მოთხოვნას წარმოადგენდა საბჭოს წევრობა, ინგლისური ენის ცოდნა და სამოტივაციო წერილის წარმოდგენა, რის საფუძველზეც საბჭოს კოორდინატორის მიერ განხორციელდა შერჩევა.
პროექტი ეხებოდა ადამიანის ვირტუალურ ცხოვრებას ,,my virtual existence” და მონაწილეობდნენ წარმომადგენლები საქართველოდან, იორდანიიდან, ესპანეთიდან, ხორვატიიდან, ალბანეთიდან, თურქეთიდან-თითოეული ქვეყნიდან 6 წარმომადგენელი.
სატრენინგო სესიები ეხებოდა ონლაინ ცხოვრებას, თუ რამდენ დროს ვუთმობთ სოციალურ მედიას. მონაწილეებს მიეცათ საშუალება თემის ფარგლებში თავადაც ჩაეტარებინათ სატრენინგო სესიები და ასევე თავისუფალი დრო გამოეყენებინათ ქვეყნის გასაცნობად.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მხარს უჭერს ახალგაზრდების განვითარებას. მსგავსი ფორმატის თანამშრომლობა აუცილებლად გაგრძელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content