ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, განათლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 24 იანვარს, მსოფლიო მასშტაბით უკვე მეხუთედ აღინიშნება, სოფ.უწერის საჯარო სკოლას ესტუმრა

by magda

24.01.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, განათლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 24 იანვარს, მსოფლიო მასშტაბით უკვე მეხუთედ აღინიშნება, სოფ.უწერის საჯარო სკოლას ესტუმრა.
მუნიციპალიტეტის მერმა 2023 წლის ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვებულ „ეტალონი მოსწავლე“ სალომე გობეჯიშვილს საჩუქრად პლანშეტი გადასცა, ასევე საჩუქრები გადაეცათ გიორგი ბუგიანიშვილს და ბარბარე ჩიხრაძეს, რომლებმაც ჩემპიონატის მე-2 და მე-3 ადგილები დაიკავეს.
შეხვედრაზე სერგი ხიდეშელმა უკანასკნელ წლებში განათლების კუთხით მუნიციპალიტეტის მიღწევებზე და ეროვნულ გამოცდებში მაღალი შედეგების მაჩვენებელზე ისაუბრა, ასევე აღნიშნა, რომ თითოეული ინიციატივა და პროექტი, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება მიმართულია საზოგადოებისა და სახელმწიფოს საჭიროებებზე ორიენტირებული ხარისხიანი, თანასწორი, ინკლუზიური და მრავალფეროვანი განათლების უზრუნველყოფისკენ.
განათლება მშვიდობისა და მდგრადი განვითარების საფუძველს წარმოადგენს, ხოლო ახალგაზრდებში განათლების წახალისება მიზნად ისახავს მიღწეული შედეგების გამყარებას. აღნიშნა ონის მუნიციპალიტეტის მერმა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერთან ერთად იმყოფებოდა, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელი – მანანა ჩაგელიშვილი.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content