ონის მუნიციპალიტეტის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის მემორანდუმი გაფორმდა

21.12.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი 15 დეკემბერს, GIZ – ის პროექტის ” მდგრადი ქალაქები საქართველოში” ფარგლებში გაფორმდა, რომელიც გერმანიის თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტროს დაფინანსებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
შეთანხმებას ონის მერმა სერგი ხიდეშელმა, GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სანდრა შენკემ და „მდგრადი ქალაქები საქართველოში“ პროგრამის დირექტორმა ანკა დერიხსმა მოაწერეს ხელი.
პროექტის მიზანია საქართველოს მუნიციპალიტეტების ხელშეწყობა კლიმატზე ორიენტირებული, ინოვაციური პროექტების შემუშავება ტრანსპორტის, ენერგოეფექტურობის, ნარჩენების მართვისა და საჯარო სივრცეების მიმართულებით. ამ ეტაპზე პროექტი პარტნიორობს ზუგდიდის, ონის და ბათუმის მუნიციპალიტეტებთან.
ონში პროექტის საქმიანობის ძირითადი მიმართულება მუნიციპალური ენერგიის მართვის სისტემა და ენერგოეფექტურობა იქნება. ამ მიზნით უკვე დაწყებულია წინასწარი სამუშაოები, შეფასდა ქალაქის საჭიროებები და შესაძლებლობები.
მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობა, ქალაქების როლი ევროინტეგრაციის გზაზე და ერთობლივი სამომავლო გეგმები.

 

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა