ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი სოფ. ქვედში მოსახლეობას შეხვდა

21.11.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი, სოფ. ქვედში მოსახლეობას შეხვდა და მომავალი წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ადგილობრივი პრიორიტეტების, სამთავრობო პროგრამებისა და გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე ლევან შერაზადიშვილმა ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მოსახლეობის მხრიდან საკითხი შეეხო სოფ. ქვედში არსებულ პრიორიტეტულ საჭიროებებს, რომლის მოგვარებაც ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მოსახლეობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან კომუნიკაცია და მათ საჭიროებებზე ზრუნვა ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს