ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან

15.11.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე სერგი ხიდეშელმა მერის წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტის 2024 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში პრიორიტეტად განსაზღვრულ ინფრასტრუქტურულ პროექტების შესახებ გააცნო ინფორმაცია, ასევე განიხილა ის პროექტები, რომლებზეც სატენდერო პროცედურები უკვე მიმდინარეობს, ხოლო სამუშაოების დაწყება წლის ბოლომდე იგეგმება.
მუნიციპალიტეტის მერმა, წარმომადგენლებს დაავალა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, დასაქმებულ ბენეფიციართა მიერ სამუშაოების ჯეროვნად შესრულების და ყოველდღიურ აღრიცხვის ფორმების წარმოების კონტროლი, ასევე მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, მაღალმთიან დასახლებაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების მონიტორინგის განხორციელება.
შეხვედრაზე, ასევე იმსჯელეს ადმინისტრაციულ ერთეულებში განსახორციელებელ საკითხებზე, საჭიროებებზე და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე და ადმინისტრაციული სამსახურის, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში, ღარი-კვაჟა-გომის დამაკვაშირებელ გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესების მონიტორინგისა და არსებული სიტუაციის გაცნობის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდნენ, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა მაისურაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა მაისურაძემ და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მამუკა ყავლაშვილმა სოფელ უწერაში მიმდინარე ადმინისტრაციული შენობის დეკორატიული შემოღობვის სამუშაოები დაათვალიერეს.

ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კომპანიებისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვდრა გაიმართა