ონის მუნიციპალიტეტის მერმა – ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთნ

შეხვედრაზე მოისმინეს ანგარიში „სოფლის მხარდაჭერის“პროგრამის ფარგლებში მიმდინაარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე

მიმდინარე წლის 26 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა – ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთნ.
შეხვედრაზე მოისმინეს ანგარიში „სოფლის მხარდაჭერის“პროგრამის ფარგლებში მიმდინაარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
მერის წარმომადგენლებმა გამოთქვეს აზრი დასრულებული და მიმდინარე პროექტების შესრულების ხარისხთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე კვლავ აღინიშნა რომ ყველა მიმდინარე და დასრულებულ პროექტს შესაბამის სამსახურებთან ერთად მერი უშუალოდ მოინახულებს.
თათბირზე მერის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ადმინისტრაციული ერთეულების სხვა ყოფით პრობლემეზე.ჯერჯერობით კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება რიგ სოფლებში წყალმომარაგების საკითხი,მერის განცხადებით გარდაუვალია მასშტაბური პროექტის განხორციელება აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად,მუშაობა ამ საკითხზე შესაბამისი სამსახურების მხრიდან უკვე დაწყებულია.
შეხვედრას ესწრებოდა ონის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი ტეარიელ ლობჯანიძე, რომელმაც წარმომადგენლებს და დეპუტატებს გააცნო პროექტ „დანერგე მომავალის“ და სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ .

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა