ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი ქალაქ ონში სააკაძის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მომავალი წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ადგილობრივი პრიორიტეტების, სამთავრობო პროგრამებისა და გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

06.10.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი ქალაქ ონში სააკაძის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მომავალი წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ადგილობრივი პრიორიტეტების, სამთავრობო პროგრამებისა და გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე სერგი ხიდეშელმა ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, ასევე საკითხი შეეხო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს შეუწყობს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში მობინადრეთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას საერთო ინტერესების გაზიარებისა და სასურველი კეთილდღეობის შექმნას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი მოადგილეებთან ერთად, ასევე რაჭა ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე.
მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სააკაძის ქუჩაზე განხორციელებული პროექტის გამო, რადგან ახლადმოწყობილი დასასვენებელი საზოგადოებრივი სივრცე ყველა ასაკის მოქალაქისთვის თანაბრად საჭირო და სასიამოვნოა, ამავდროულად ამავე ქუჩაზე იგეგმება გარკვეული ტერიტორიის რეაბილიტაცია, რომელიც ქალაქის ურბანული განვითარების შემადგენელი ნაწილი იქნება.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან კომუნიკაცია, ასევე ქალაქის იერსახეზე ზრუნვა ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში, ღარი-კვაჟა-გომის დამაკვაშირებელ გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესების მონიტორინგისა და არსებული სიტუაციის გაცნობის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდნენ, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა მაისურაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა მაისურაძემ და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მამუკა ყავლაშვილმა სოფელ უწერაში მიმდინარე ადმინისტრაციული შენობის დეკორატიული შემოღობვის სამუშაოები დაათვალიერეს.

ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კომპანიებისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვდრა გაიმართა