ონის მუნიციპალიტეტის მერის – სერგი ხიდეშელის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა

22.09.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის – სერგი ხიდეშელის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
2023 წლის განვლილ პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომაზე მიღებული დადგენილებების შესრულების მდგომარეობა;
კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გაძლიერება მატერიალური და არამატერიალური დახმარების გზით;
ინდივიდის საჭიროებების შეფასებაზე დაფუძნებული სააბილიტაციო და სარეაბილიტაციო სერვისებისა და პროგრამების მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე შეთავაზებებისა და განხორციელების მდგომარეობა;
2024 წლისათვის სააბილიტაციო და სარეაბილიტაციო საჭიროებების მქონე შშმ პირთათვის პროგრამების მომზადების მდგომარეობა;
2022-2023 სასწავლო წელს მუნიციპალიტეტის ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების მიმართულებით გაწეული აქტივობები.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის თანაბარი გარემოს უზრუნველსაყოფად აქტიურად მუშაობას კვლავ განაგრძობს და თითოეული მოქალაქის ჩართულობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და მათი მონაწილეობის გაზრდა წარმოადგენს მთავარ პრიორიტეტს საბჭოს მუშაობის პროცესში.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა