ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ადგილზე გასულ წარმატებულ სპორტსმენს – თორნიკე სამხარაძეს შეხვდა

11.07.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ადგილზე გასულ წარმატებულ სპორტსმენს – თორნიკე სამხარაძეს შეხვდა.
მერმა კიდევ ერთხელ მიულოცა წარმატება თ.სამხარაძეს, რომელმაც (86) კგ. წონით კატეგორიაში, 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო გამოსვლა ბრინჯაოს მედლით აღნიშნა.
ონის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, 2022 წლიდან წარმატებულ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს მუნიციპალური პროგრამით განსაზღვრული წამახალისებელი ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
შეხვედრაზე მერი თ.სამხარაძეს მაქსიმალურ მხარდაჭერას დაპირდა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.
„სპორტზე ზრუნვა და მისი განვითარება იყო და კვლავაც რჩება ჩვენს პრიორიტეტად. მუნიციპალიტეტი კვლავ გააგრძელებს წარმატებული სპორტსმენების წახალისებას. უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული ონელი სპორტსმენის წარმატება, დადებით გავლენას ახდენს იმ ახალგაზრდა სპორტსმენებზე, რომლებიც ჩვენი სასპორტო სკოლის აღსაზდელები არიან და სპორტის ამ სახეობაში ვარჯიშობენ“, – განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 14 აგვისტოს, პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში გაიმართება, ხოლო მოსამზადებელ პერიოდს თორნიკე, საქართველოს ნაკრებთან ერთად გაივლის.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა