ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან

მერმა წარმომადგენლებისგან ასევე მოისმინა ანგარიში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ

მიმდინარე წლის 5 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
შეხვედრის დასაწყისში, მერის პირველმა მოადგილემ – დიმიტრი საყვარელიძემ წარადგინა შესაბამისი კომისიის ანგარიში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის შედეგების შესახებ და წარმოადგინა კონკრეტული შენიშვნები პროექტების შესრულების ვადებსა და ხარისხთან დაკავშირებით.
მერმა წარმომადგენლებისგან ასევე მოისმინა ანგარიში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
ემზარ საბანაძის განცხადებით- პროექტების განხორციელების ხარისხზე პასუხისმგებელი იქნება თითეული მერის წარმომადგენელი და წარმატებით განხორციელებული პროექტების შედეგი უნდა აისახოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა