ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

21.11.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
14-18 ნოემბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული – პაპუნა მარგველიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, რეგიონის და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, პოლონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
სამუშაო ვიზიტი ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა და მის მიზანს წარმოადგენდა რეგიონული განვითარების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პოლონური გამოცდილების გაცნობა, რაც, თავის მხრივ, ევროკავშირის ეკონომიკური და სოციალური გათანაბრების (კოჰეზიის) პოლიტიკის უახლესი მიდგომების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა პოლონეთის ფონდებისა და რეგიონული განვითარების პოლიტიკის სამინისტროს, ასევე, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა