ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

11.11.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა, როგორც ქ.ონში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ საჭიროებებზე და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე. ასევე სამომავლო განსახორციელებელ გეგმებზე.
შეხვედრის დასასრულს მერმა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებს სასურველი შედეგების მისაღწევად შესაბამისი დავალებები მისცა და მათ მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე დროულ და შედეგზე ორიენტირებულ რეაგირებას, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში.

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო