ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

by magda

09.11.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რა დროსაც განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
გიორგი ნოდარიშვილმა მერის წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ვითარების შესახებ.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ საჭიროებებსა და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე. მათ შორის, შიდა გზების, სასმელი წყლისა და თბობის სეზონთან დაკავშირებულ საკითხებზე და სხვა არსებულ საჭიროებებზე. ასევე, “სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირების დასაქმების მასშტაბურ სახელმწიფო პროგრამაზე“ და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე დროულ და შედეგზე ორიენტირებულ რეაგირებას, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content