ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან

04.11.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრაზე განხილული იქნა ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების მდგომარეობის საკითხი, კერძოდ, საავტომობილო გზებისა და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის, სანიაღვრე არხების, საყრდენი კედლების მოწყობისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები. ასევე, საუბარი შეეხო აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხს, დასრულების ვადებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
მეწარმეებს პროექტების შეუფერხებლად განხორციელებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები მიეცათ.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა