ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილეებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან

by magda

04.11.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილეებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან.
სერგი ხიდეშელმა სამუშაო შეხვედრაზე ხელმძღვანელი პირებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა მუნიციპალიტეტში მიმდინარე, დაგეგმილი და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მდგომარეობის შესახებ, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შესრულებული სამუშაოების ხარისხსა და ვადების კონტროლზე. ასევე, განხილული იქნა მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა პრობლემური საკითხები და ისაუბრეს მათი დროულად მოგვარების ალტერნატიულ გზებზე.
მერმა ხელმძღვანელ პირებს მოუწოდა ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციისკენ.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content