ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა

12.10.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა რომელსაც ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შესრულება 2022 წლის განმავლობაში.
2023 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესატანად ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს მიერ შემოთავაზებული საპროექტო წინადადებების და რეკომენდაციების განხილვა.
აღნიშნულ შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერს ახალგაზრდულმა მრჩეველთა საბჭომ 5 პროგრამა რეკომენდაციის სახით წარუდგინა.
მნიშვნელოვანი იყო მერის მიმოხილვა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე, მოსახლეობის წინაშე არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შექმნილია 2020 წლის დეკემბერში და მისი შემადგენლობა 10 წევრისგან შედგება.
საბჭოს მიზანია ახალგაზრდების მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ჩართულობის გაზრდა, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა, სამიზნე ჯგუფების ინფორმირება და მსგავსი საკითხების განხორციელება. ასევე, განიხილოს მერიის მიერ მომზადებული სტრატეგიული მნიშვნელობის პოლიტიკის დოკუმენტები და შეიმუშაოს რეკომენდაციები.
საბჭოს არსებობის განმავლობაში 10 -ზე მეტი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამ დროისთვის მონაწილეობა მიიღეს როგორც ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში. ასევე, მერიის და GIZ -ის ერთობლივ პროექტში სადაც მათი მხრიდან 14 ინიციატივა წარედგინა საკონკურსო კომისიას, რომელთაგანაც 1 ბოლო ეტაპზე გადავიდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის – მოადგილე ლევან შერაზადიშვილი და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელ მანანა ჩაგელიშვილი.

Related posts

მიმდინარე წლის 17 ივნისს გაიმართა, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, პირველ მოადგილე პაატა მაისურაძესთან და საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მამუკა ყავლაშვილთან ერთად, სოფელ ჟაშქვაში მისასვლელი გზის რეაბლიტაციის სამუშაოებს გაეცნო.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) აღმასრულებელი საბჭოს გასვლით სხდომას დაესწრო, რომელიც სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.