ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ყოველკვირეული თათბირი გამართა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან

by magda

22.08.2022წ.

22 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ყოველკვირეული თათბირი გამართა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან.
შეხვედრაზე მერმა მოისმინა ინფორმაცია მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებასა და პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვს. განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, განსაკუთრებული ყურადღება სახალხო დღესასწაულის “ონელობა“ სამზადისის პროცესს და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობას დაეთმო.
სამუშაო შეხვედრაზე, მერიის მუშაობის პროცესში განსახორციელებელ საკითხებზე, საჭიროებებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
სერგი ხიდეშელმა მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და თანამშრომლებს შესაბამისი მითითებები და დავალებები მისცა.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში, შპს “ონის სერვის ჯგუფის” და შპს “ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური“-ს ხელმძღვანელები.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content