ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი, რაჭა -ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლაშა – ჭიჭინაძესთან და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელ – ლევან ცხვედიანთან ერთად მეწარმეებს შეხვდა

by magda

13.08.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი, რაჭა -ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლაშა – ჭიჭინაძესთან და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელ – ლევან ცხვედიანთან ერთად მეწარმეებს შეხვდა, რომლებიც ონის მუნიციპალიტეტში ახორციელებენ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.
შეხვედრაზე განხილული იქნა 2022 წლის მიმდინარე და დასრულებული პროექტები.
ხელმძღვანელმა პირებმა კონტრაქტორ კომპანიებს ინფრასტრუქტურული პროექტების მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულება და აღნიშნული მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესება დაავალეს.
მეწარმეებმა შეხვედრაზე დეტალური ინფორმაციები წარმოადგინეს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ და იმსჯელეს სავარაუდო გამოწვევებზე, განიხილეს პრობლემური საკითხები და ისაუბრეს მათი გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილი, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე, ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები. ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების საზედამხედველო კომპანიების – შპს “ჯეო ექსპერტი“-სა და შპს “მშენებლობა, ექსპერტიზა, დიზაინი“-ს წარმომადგენლები.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content