ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი ონის მუნიციპალიტეტის სპორტსმენებს – თორნიკე სამხარაძეს, გიორგი ჩიხრაძეს და ლუკა გუგეშაშვილს შეხვდა

21.04.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მოადგილეებთან – გიორგი ნოდარიშვილთან და ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის სპორტსმენებს – თორნიკე სამხარაძეს, გიორგი ჩიხრაძეს და ლუკა გუგეშაშვილს შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ მ/წ 13-14 აპრილს ქ.გურჯაანში გამართულ საქართველოს პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის, სამივე სპორტსმენი, მეორე საპრიზო ადგილს დაეუფლა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს მიულოცეს მეორე საპრიზო ადგილის დაკავება და კარიერაში წარმატებები უსურვეს. თავისუფალ ჭიდაობაში მიღწეული წარმატებისთვის და სპორტის პოპულარიზაციისთვის ონის მუნიციპალიტეტის მერის – სერგი ხიდეშელის გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან, საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულ სპორტსმენებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.
“მიხარია თითოეული თქვენგანის წარმატება. მინდა მოგილოცოთ და კიდევ უფრო დიდი წარმატებები გისურვოთ. სპორტზე ზრუნვა და მისი განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი კვლავ გააგრძელებს წარმატებული სპორტსმენების წახალისებას და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მხარდაჭერა, სტიმულს მისცემს სხვა ახალგაზრდებსაც” – შეხვედრის დასასრულს განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ახალგაზრდა სპორტსმენების აღმზრდელები, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები თავისუფალ ჭიდაობაში ტარიელ ბერელიძე და პაპუნა გძელიშვილი

Related posts

31 ივლისს, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გაიმართება ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობის თამაზ (გია) ჯაფარიძის საიუბილეო საღამო

30 ივლისს, ქალაქი ონში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით სკრინინგის აქცია ჩატარდება

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებთან.