ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს”ამბროლაურის ავტოგზა 10 “-ის წარმომადგენელთან და სამუშაოების ექსპერტ ზედამხედველთან

შეხვედრაზე განიხილეს სამუშაოების მიმდინარეობა და პროექტის შესაძლო კორექტირება- დაზუსტების საკითხი

მიმდინარე წლის 17 მაისს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან, დიმიტრი საყვარელიძესთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელთან ერთად გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა სოფელ ღარში ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა გზის სარეაბილიტაციო(ასფალტირება) სამუშაოების საქმის მწარმოებელი კომანიის შპს”ამბროლაურის ავტოგზა 10 “-ის წარმომადგენელთან და სამუშაოების ექსპერტ ზედამხედველთან .
შეხვედრაზე განიხილეს სამუშაოების მიმდინარეობა და პროექტის შესაძლო კორექტირება- დაზუსტების საკითხი.
დღეის მდგომარეობით სამუშაოები მიმდინარეობს შეფერხებების გარეშე .
გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა არ შეინიშნება .
მეწარმის მიმართ შენიშვნები არ გამოკვეთილა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა