ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა და მოადგილე – ლევან შერაზადიშვილმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართეს

30.03.2022წ.

30 მარტს, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა და მოადგილე – ლევან შერაზადიშვილმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართეს.
წარმომადგენლებმა შეხვედრაზე, სოფლებში არსებულ ვითარებასა და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვს. ასევე, შეხვედრაზე განხილული იქნა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა.
გიორგი ნოდარიშვილმა წარმომადგენლებს დაავალა, წარმოადგინონ ინფორმაცია თავიანთ თემებში არსებული სიახლეებისა და საჭიროებების შესახებ. ამასთანავე, მოთხოვნილი იქნა, რომ კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის თითოეული მაცხოვრებლის პრობლემებისა და წინადადებების მერიამდე მოტანას, მათი განხილვისა და გადაწყვეტის პროცესის შემდგომ სრულყოფას.
სამუშაო შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე და შპს “ონის სერვის ჯგუფი“-ს დირექტორი ნიკოლოზ მაისურაძე

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა