ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

16.03.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
16 მარტს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, მოადგილესთან ლევან შერაზადიშვილთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
თათბირს ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონის მუნიციპალიტეტში.
მერმა წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული , მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ.
შეხვედრაზე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები და იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე, ისაუბრეს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე, რომლის შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიური სამუშაო პროცესი დაიწყება.
შეხვედრის დასასრულს წარმომადგენლებმა მერისგან კონკრეტული დავალებები მიიღეს, რომლებიც ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული პრობლემების დროულად მოგვარებას უკავშირდება

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა